18:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 12:46:24, 321 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა

დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოდგენილი იყო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO.

"ოთხდღიან გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება გააცნო, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით.

ვირტუალური სათვალეების საშუალებით, გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეცნობოდნენ. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა. 

გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებული დაინტერესება დაცული ტერიტორიების სალაშქრო მიმართულებებმა გამოიწვია.

საქართველოს დაცული ტერიტორიების  ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული სეგმენტის დაინტერესების  და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 67,6 %-ით გაიზარდა.

საერთაშორისო გამოფენაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტენდის სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი მასპინძლობდნენ“,-  ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics