19:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 12:26:27, 270 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამეცნიერო ექსპედიციები გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, ტრადიციული ჯიშების შეგროვების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამეცნიერო ექსპედიცია გამართეს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ექსპედიციის ფარგლებში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან ლობიოს, სიმინდის, ხორბლის, ქერის, ფეტვის, ცერცვის, ბარდის და კარტოფილის ძველი, ადგილობრივი ჯიშის ნიმუშები შეგროვდა.

მათივე ინფორმაციით, კარტოფილის ნიმუშები, ცენტრის  მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორიას შემდგომი კვლევისა და კონსერვაციისთვის გადაეცა, ხოლო მარცვლეულის თესლის ნიმუშები, შესაბამისი დამუშავების შემდეგ, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში შეინახება.

ექსპედიცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში და in-situ/on farm და ex-situ კავშირის გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და, გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ექსპედიციების მოწყობაა.

„ექსპედიციის დროს, გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ძველ, უნიკალურ  ჯიშებზე, მათ სამკურნალო თვისებებსა და ტრადიციებზე ინფორმაციებს გვიზიარებენ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების სერტიფიცირების დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა, თამარ ჯინჯიხაძემ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ნიმუშების შეგროვება 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics