03:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 13:03:37, 402 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენმა ალიევს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დაუყოვნებლივ დადებისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დაუყოვნებლივ დადებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ბლიკენმა ალიევთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს შემდგომ ურთიერთქმედებას ნებისმიერი გზით, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის სასარგებლო იქნება.

„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით მიაღწიეს და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული. მან მოუწოდა აზერბაიჯანს, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics