03:41 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 09:53:50, 356 ნახვა

მსოფლიო
კირბი - ნეთანიაჰუს განცხადება აშშ-ის მხრიდან იარაღის შეზღუდვაზე, იმედგაცრუებას და შეშფოთებას იწვევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იარაღსა და საბრძოლო მასალას ზღუდავს, შეშფოთებას და იმედგაცრუებას იწვევს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ნეთანიაჰუს განცხადება „რბილად რომ ვთქვათ, დამაბნეველი იყო“.

„არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია ან გააგრძელებს უფრო მეტის გაკეთებას, ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, რათა დახმარებოდა ისრაელს თავის დაცვაში“, - განაცხადა კირბიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა იყო ნეთანიაჰუს მოტივაცია ბაიდენის ადმინისტრაციის გაკრიტიკებისას.

„თქვენ უნდა ესაუბროთ პრემიერ-მინისტრს იმის შესახებ, თუ რამ აიძულა მას ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს განცხადება ჩვენთვის რამდენადაც შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებული იყო, იმდენად არასწორი. ასე რომ, ძნელია იმის დადგენა, თუ რას გულისხმობდა ის“, - განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები იარაღსა და საბრძოლო მასალას ზღუდავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics