|
2024-06-19 15:16:48, 458 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - დანიგანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები არიან დასანქცირებულები - ამას მალე ფინანსური სანქციები მოჰყვება
ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები არიან დასანქცირებულები. ეს არის სანქციების პირველი ტალღა, რასაც აუცილებლად მალე მოჰყვება ფინანსური სანქციები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მმართველი პარტიის წევრები "უარყოფენ ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ იმიჯი შეინარჩუნონ". "ელჩმა დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვსაუბრობდით, რომ დიახ, დანამდვილებით მოხდა ივანიშვილის პარტიის წევრების დასანქცირება, ეს არის სავიზო შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან, რომელიც ითვალისწინებს არსებული ვიზების გაუქმებას, ხოლო მომავალში ნებისმიერი მათგანისგან, რომელიც სანქციების სიაშია მოხვედრილი, მიმართვის შემთხვევაში ავტომატურ უარს. ეს არის პირველი ტალღა სანქციების, რომელსაც აუცილებლად მალე მოჰყვება ფინანსური სანქციები. რა თქმა უნდა, ისინი უარყოფენ ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ შეინარჩუნონ იმიჯი საზოგადოების თვალში თითქოს და ამერიკა თვის სიტყვას არ ასრულებს, ან არ მოქმედებს იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც ღიად დააანონსა მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯიმ ობრაიენმა, რომელიც საქართველოში იყო ვიზიტით რამდენიმე კვირის წინ",- ამბობს ბოკუჩავა. შეგახსენებთ, ივნისის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც "ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს მოიცავს.
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)