21:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-18 11:02:39, 369 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკთან თანამშრომლობით CSRDG საგრანტო კონკურსს აცხადებს

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით.

CSRDG, ბაზისბანკთან თანამშრომლობით,  მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათი დასაქმებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდით.

გამარჯვებული საწარმო მიიღებს როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ მხარდაჭერას ბაზისბანკის და CSRDG-ის კონსულტანტებისგან.

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, 20 ივნისს, 15:00 საათზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი, 18:00 საათი.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია CSRDG -ის ვებ-გვერდზე

CSRDG, სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს. ბაზისბანკისა და CSRDG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ კომპონენტს შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს.

2023 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გახდა სოციალური საწარმო და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი M.H.F Shoes & Accessories.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics