|
2024-06-17 15:13:09, 276 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა, ეს არის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იმ განკარგულებებით, რომელიც გამოქვეყნდა
ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა, ეს არის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იმ განკარგულებებით, რომელიც გამოქვეყნდა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ღირსების ორდენით დასაჯილდოვებელთა სიაში ვინმე გამორჩათ, თუმცა, „შეცდომის აღიარებაა მთავარი". „როდესაც ადამიანებს რაიმე ნიშნით დაყოფ, ვიღაცას აძლევ ორდენს და ვიღაცას არა, არასწორია. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი მოთხოვნა გააგზავნეს პრეზიდენტთან ყველა იმ ადამიანის ღირსების ორდენზე წარსადგენად, ვინც ამას იმსახურებდა. პრეზიდენტმა კი თავისი შეხედულებისამებრ, განკარგულებიდან გარკვეული ადამიანები ამოიღო და არ დააჯილდოვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი წარმატებისა და გამარჯვების მერე, არის მცდელობა, რომ დაყონ ადამიანები რაღაც ნიშნით. ყველაფერი შესაძლებელია, ვიღაცას შეიძლება შეეშალა, თუმცა, ამის აღიარებაა მთავარი და არა ის, რომ პოლიტიკური განცხადებებით, ვიღაცები დაადანაშაულო და ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირო. მსგავსი განცხადებები სამარცხვინოა“, - განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ვის გულისხმობს პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, როდესაც ის ფეხბურთელების დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს, კალაძის თქმით, ეს მისთვის გაუგებარია. „გაუგებარია ვის გულისხმობს, თუმცა, ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა, ეს არის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იმ განკარგულებებით, რომელიც გამოქყვეყნდა. არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იმაში, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებები და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. აქ მხოლოდ ფეხბურთელებზე არაა საუბარი. როდესაც ფეხბურთელები ჩამოდიან ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ყველანაირ პირობას უქმნის მათ, რომ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენაზე იფიქრონ. ჩვენს დროს რომ იყო, ფორმასა და თვითმფრინავის ბილეთებს ჩვენით ვყიდულობდით, ახლა ასე არაა. ეს ყველაფერი კი ერთ დღეში არ მოსულა. ამას უამრავი შრომა დასჭირდა. ეს არის ყველას დამსახურება - ტექნიკური დირექტორიდან დაწყებული ფედერაციის პრეზიდენტით და ვიცე-პრეზიდენტებით დამთავრებული“,- აღნიშნა კალაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)