01:21 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 14:36:01, 308 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მერიამ „კაფე მზიურის“ დამფუძნებელს საწარმოს გასხვისებასთან დაკავშირებით წინასწარ არ აცნობა

ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის მერიამ სოციალური საწარმო „კაფე მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით საწარმოს დამფუძნებელს, ანა გოგუაძეს წინასწარ არ აცნობა , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, ამოიწურა ორწლიანი ხელშეკრულების ვადა, რომლის შემდეგაც, კაფე აუქციონის წესით გასხვისდება. 

„მე ანა გოგუაძისგან არ მომისმენია განცხადება, რომ მერიამ კაფეს გასხვისებასთან დაკავშირებით არ შეატყობინა. თქვენ იტყუებით უბრალოდ. „ფორმულა“, კეზერაშვილის ტელევიზია რომ მოიტყუება, ამაში სიახლე არაფერია. თავად ანა გოგუაძესაც ჰქონდა გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მან შეტყობინების სახით მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ორწლიანი ხელშეკრულების ვადა ამოწურულია. რაც შეეხება სოციალური საწარმოს სტატუსს, გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ კაფეს აღნიშნული სტატუსი შეუნარჩუნდება. გამოცხადდება აუქციონი, რომელში მონაწილეობის უფლება, რა თქმა უნდა, როგორც სხვას, ისე ანა გოგუაძესაც ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics