06:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 14:40:49, 367 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი შვეიცარიის სამიტზე - ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ

ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, "სამშვიდობო სამიტი საშუალებას აძლევს ყველა ქვეყანას, მოისმინოს და გამოავლინოს გლობალური ლიდერობა".

"დღეს მშვიდობის გლობალური სამიტი იწყება რეგისტრირებული 100 სახელმწიფოთი და საერთაშორისო ორგანიზაციით, რომლებიც ყველა კონტინენტიდან და მსოფლიოს კუთხიდან ჩამოდიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პერსპექტივებს, მაგრამ გაერთიანებულნი არიან საერთაშორისო სამართლითა და ერთმანეთის პატივისცემით.

ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია, აფრიკა, ევროპა, წყნარი ოკეანე, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა - ყველა მათგანი იმყოფება. სამშვიდობო სამიტი საშუალებას აძლევს ყველა ქვეყანას მოისმინოს და გამოავლინოს გლობალური ლიდერობა.

ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერს ზელენსკი. 

შეგახსენებთ, უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics