06:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 19:22:47, 379 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - პუტინის შეთავაზება იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც განაცხადა, მომეცით, ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ყველაფერი დასრულდებაო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს არა მარტო ოკუპირებული, არამედ მთლიანი უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩაგდება.

„პუტინის პირობები არის ულტიმატუმი, ეს არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც ადრე წამოაყენა. ვხედავთ, ის ნაციზმის აღორძინებით არის დაკავებული, ნაციზმის ახალი ტალღაა, რუსული ნაციზმის ტალღა.

ეს იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც განაცხადა, „მომეცით, ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ამით ყველაფერი დასრულდება“. თუმცა ეს არის ტყუილი, ისტორიული ტყუილი. შემდეგ იყო პოლონეთი, შემდეგ კი მთელი ევროპის ოკუპაცია. თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასდროს გაჩერდება. დღეს პუტინი საუბრობს ოთხ რეგიონზე, თუმცა მანამდე მხოლოდ ყირიმსა და დონბასზე ლაპარაკობდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics