|
2024-06-14 16:38:47, 2477 ნახვა
სამხედრო
ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების რეინჯერთა ასეულის ერთობლივი მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა
საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ქვედანაყოფის ჯგუფებსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობას შორის საერთო მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვედანაყოფებმა მუხროვანში ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - რეიდის ოპერაცია განახორციელეს. "ქართულ-პოლონური მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფმა ტაქტიკურ დონეზე დადებითი (GEO-POL MNSOLTG) შეფასება მიიღო და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში სერტიფიცირებისთვის მომზადების შემდეგ დონეზე გადავიდა. ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების ერთობლივ სწავლებას სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრო. მან პირად შემადგენლობას ნატოს რეაგირების ძალებში სერტიფიცირებისთვის ტაქტიკურ დონეზე შეფასების წარმატებით გავლა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მუხროვანის ბაზაზე სტუმრებმა ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოინახულეს. საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის ერთი ასეული ნატოს რეაგირების ძალებში (NRF) ჩართვისთვის უკვე მომზადებული და სერტიფიცირებულია. ამჟამად, სერტიფიცირებისთვის შესაბამის ეტაპებს საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის სახმელეთო დავალებათა რიგით მეორე ჯგუფი გადის",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)