06:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 09:37:14, 344 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდის დროს 3 პალესტინელი მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდის დროს 3 პალესტინელი მოკლეს და რამდენიმე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედია სამხედროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ეს ოპერაცია თავდასხმების თავიდან ასაცილებლად გახდა საჭირო.

„რეიდის დროს, ისრაელის სამხედროებმა ალყა შემოარტყეს შენობას, სადაც 2 შეიარაღებული პირი იყო გამაგრებული, სწორედ ამ დროს მოკლეს 2 პალესტინელი, ხოლო მესამე პირი ისრაელის მხარემ ქალაქის სხვა ადგილას მოკლა“, - წერს მედია.

მათივე ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა შენობაში მყოფ პალესტინელებს „უფროსი ტერორისტები“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ რეიდისას მათ იარაღები ამოიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics