20:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 13:36:58, 265 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საქართველომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ბერლინში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოხატა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა შეაფასა და განაცხადა, რომ ამით საქართველომ მეგობარ უკრაინას მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე  კიდევ ერთხელ გამოუცხადა.   

კახა კალაძის თქმით, უკრაინის თანადგომას საქართველო მომავალშიც გააგრძელებს. 

„გუშინწინ პრემიერი იმყოფებოდა გერმანიაში, ბერლინში, სადაც უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით გაიმართა ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ წარმოდგენილი და საქართველომ, რა თქმა უნდა,  კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა თანადგომის, მხარდაჭერის. ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას ვუცხადებთ მხარდაჭერას. ბევრი ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, უკრაინის მოქალაქეები დღესაც ბევრი ბენეფიტით სარგებლობენ ჩვენს ქვეყანაში და ეს მხარდაჭერა და თანადგომა მეგობარი ქვეყნის მიმართ გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics