|
2024-06-12 13:40:46, 301 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საფოსტო მარკა - „საქართველო ევროპაზე“ გამოიცა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „საქართველოს ფოსტამ" მარკის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრმა, გოჩა ჯამარაულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები. საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გოჩა ჯამარაულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, 26 მარტს, „დინამო არენაზე", საქართველომ საბერძნეთს დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლია, რითიც ისტორია დაიწერა და საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. სწორედ ამ წარმატებას მიეძღვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საფოსტო მარკა - „საქართველო ევროპაზე." აღსანიშნავია, რომ მარკას მსოფლიო საფოსტო კავშირი მის 191 წევრ ქვეყანას გაუგზავნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას. მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მოკლე ვადებში შეიმუშავა და დაამტკიცა მარკის დიზაინი, რომელიც ეხება ისტორიულ გამარჯვებას -საქართველოს ნაკრების გასვლას ევროპის ჩემპიონატზე. აღსანიშნავია რომ მარკა შედგება ბლოკისგან, რომელიც მოიცავს 3 შინაარსს - იგი აღწერს ძირითადად იმ ემოციებს, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ გამარჯვების მომენტში ასახულ სცენებთან", - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. მისივე თქმით, ქართული მარკა 40.000-იანი ტირაჟით მიმოქცევაშია 2024 წლის 12 ივნისიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. საფოსტო მარკა, გარდა მისი ძირითადი დანიშნულებისა, ასევე წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას, ამიტომაც მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. საფოსტო მარკა უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდებასა და მოთხოვნებს, მასში ასახული უნდა იყოს ქვეყნის კულტურა და ისტორიული წარსული, მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფერო, ფლორა და ფაუნა, მიღწევები სპორტში, საშინაო და საგარეო ცხოვრების მთავარი მოვლენები და სხვა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)