|
2024-06-09 23:32:11, 883 ნახვა
რეგიონი
ონლაინ მაღაზია isurve.ge -მ კასპელ ბავშვებს საჩუქრად სავარჯიშო ინვენტარი გადასცა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონლაინ მაღაზია isurve.ge -მ კასპელ ბავშვებს საჩუქრად სავარჯიშო ინვენტარი გადასცა. გასულ წელს, კასპის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ მაისურაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შპს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლასთან. მემორანდუმის ფარგლებში კასპელმა მწვრთნელებმა შავლეგ მაჭარაშვილმა და ნიკა ლეკვეიშვილმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. დღეს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლაში 40 კასპელი ბავშვი ვარჯიშობს. წარმატებებს ვუსურვებთ კასპის საფეხბურთო გუნდის თითოეულ წევრს, ხოლო მაღაზია isurve.ge -ს ვუხდით მადლობას ბავშვების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)