|
2024-06-09 11:51:08, 1734 ნახვა
სხვადასხვა
ე.წ სამხრეთ ოსეთში მარიონეტული საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა მიმდინარეობს
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მე-8 მოწვევის მარიონეტი პარლამენტის არჩევნებზე კენჭისყრა მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 20:00 საათამდე იმუშავებს. მათთვის, ვინც ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრება, ხმის მიცემა გათვალისწინებულია სახლში. ე.წ სამხრეთ ოსეთის მარიონეტი პარლამენტის არჩევნები ტარდება შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით: 34 პარლამენტარის ნახევარი არჩეულია პარტიული სიებით, მეორე ნახევარი მაჟორიტარული ოლქებიდან. არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი. აქედან პარლამენტში 17 კანდიდატი პარტიული სიიდან და 17 მაჟორიტარი კანდიდატი შევა. ამომრჩეველი იღებს ორ ბიულეტენს - ერთი პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატების რესპუბლიკური სიებისთვის, მეორე ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებისთვის. ყოველი ბიულეტენი შეიცავს სვეტს „ყველას წინააღმდეგ“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Res. ცესკოს პრესცენტრი კენჭისყრის მიმდინარეობისა და წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში 23:00 საათამდე მიიღებს. არჩევნებს სამხრეთ ოსური და რუსული მედიის წარმომადგენლები აშუქებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)