06:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 14:14:41, 471 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Standard & Poor's -ის ანალიტიკოსებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Standard & Poor's -ის ანალიტიკოსებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მაკროეკონომიკური პარამეტრები. მინისტრმა სტუმრებთან ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, უცხოური და შიდა ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, მათ შორის, საუბარი შეეხო საგადასახადო მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს მოგების გადასახადის ეწ. ესტონური მოდელის დანერგვას.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის ანალიტიკოსებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics