23:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 11:55:25, 414 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ზივზივაძესთან ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს - არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის მეთხოვა, მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა

პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ  პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „ის ადამიანები არიან მოძალადეები, ვისაც უჩნდება კითხვა - ხომ არ იყო ბუდუ ზივზივაძეზე ზეწოლა, რადგან მან თავად მოითხოვა სოციალური ქსელიდან მის მიერ გაკეთებული განცხადებების წაშლა".

„რა ზეწოლის საქმეში? ამ კითხვის გაჩენაც, იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების სახით წარმოდგენილი რადიკალები არიან ზუსტად ის მოძალადე ადამიანები, ვინც ამას კადრულობენ. ისინი არიან მკადრებლები ყველანაირი ბოროტების და სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. 

ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, რომ ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა, ან რაც ჩემთვის საწინააღმდეგოა, იმის აღება მომეთხოვა. მე ბუდუ ზივზივაძესთან ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით. ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ მე ვინმესთვის რაიმე მითხოვია - პოლიტიკური მხარდაჭერა, არჩევნების დროს მხარდაჭერა და ა.შ. მე ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ  პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო“, - აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics