08:13 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 14:30:39, 368 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში სოციალური კაფე „სოციუმი“ გელოდებათ

ბათუმში, რამდენიმე თვეა რაც სოციალური კაფე „სოციუმი“ გაიხსნა. კაფე სოციალური საწარმო მეწარმეთა განვითარების ცენტრის მიერ შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" ფარგლებში.

„სოციუმი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ფუნქციონირებს კაფე, მაღაზია და ტრენინგ ცენტრი.

„სოციუმი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურეობას სთავაზობს. აქ მისულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ კაფეს მენიუ ან შეიძინონ ნატურალური, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ეკო-მეგობრული სუვენირები და ნაკეთობები, ხელოვნების ნიმუშები.

ასევე, ადგილზე მისულ მომხმარებლებს შეუძლიათ, მეწარმეთა უნარების განვითარების მიზნით, დაჯავშნონ სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები.

„სოციუმში“ ვიზიტით და მის გუნდთან თანამშრომლობით, თქვენ შეიტანთ საკუთარ წვლილს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში. გაიგეთ უფრო მეტი „სოციუმის“ შესახებ: https://www.facebook.com/cafeSocium/.

24 მაისს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მასთან არსებული ქალ  ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში  მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი 2024 ჩატარდა, სადაც ნომინაციაში “სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში” ეკატერინე თარგამაძემ გაიმარჯვა, რომელიც სოციალური კაფე “სოციუმის” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ფორუმი "თიბისი" ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა.  მასში საქართველოს მასშტაბით 200-მდე დელეგატი მონაწილეობდა.

ფორუმის მიზანი იყო: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა,  ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიზნესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics