08:13 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 14:05:43, 345 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების საერთაშორისო სემინარი გაიმართა

2024  წლის 27 – 30 მაისს, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ორგანიზებით, საქართველოში, UPU რეგიონალური პროექტის ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების  (ORE 3), საერთაშორისო სემინარი გაიმართა,  რომლის მიზანი იყო, მზარდი ელექტრონული კომერციის პირობებში  მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციების ოპერაციული ეფექტურობის ამაღლება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, ამავდროულად, გაიმართა, საფოსტო უსაფრთხოების სემინარი, რომლის მიზანი იყო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება,  რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უსაფრთხო პარტნიორობის გარანტიას.

„ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, ალბანეთის, თურქეთისა და მონტენეგროს დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა, საბაჟოსა და უსაფრთხოების ექსპერტებმა. სემინარის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტამ“ გაუზიარა გამოცდილება მონაწილე ქვეყნებს“, - აღნიშნულია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics