2024-06-05 13:42:28, 433 ნახვა
პოლიტიკა
როთი - აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია
აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოცალურ ქსელში წერს.
როთის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და მათ შეურაცხყოფას აყენებს".
„საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და მათ შეურაცხყოფას აყენებს. ქუჩებში თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის გამოსული ქართველები „უცხო ძალების“ მარიონეტები კი არა, არამედ მამაცი დემოკრატები არიან. აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია“, - წერს როთი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,