09:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 15:12:47, 401 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთში მეხის დაცემის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

ჩეხეთში, პარკში მდებარე ხეს, რომლის ქვეშაც მოქალაქეები წვიმისგან თავს აფარებდნენ, მეხი დაეცა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივ სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს.

როგორც BBC წერს, მომხდარის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით პრაღის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 17 დაშავებული კი, ადგილობრივ ჰოსპიტალში მკურნალობს.

შემთხვევა ლიბერეცის რეგიონში, ვრატისლავიცეს სასახლის პარკში მოხდა, სადაც საბავშვო ღონისძიება იმართებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics