|
2024-06-02 15:08:33, 474 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დიდი გაუგებრობაა, რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე
ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან დიდი გაუგებრობაა, საერთოდ რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ადამიანებმა, რომლებიც ზურაბიშვილის "ირგვლივ არიან გაერთიანებული, თავად ჩაანაცვლეს საკუთარი ბელადი ახალი ბელადით". "რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ახალ როლს, ეს არის მისი როლი, ეს მას თავად არ შეურჩევია, ეს როლი განუსაზღვრეს. ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან დიდი გაუგებრობაა, საერთოდ რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვხედავთ, რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო, ადამიანებს საერთოდ თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული. ვგულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ რეზიდენტად და აღარ გავაგრძელებ, რა სიტყვცებით, რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. დღეს მის გარშემო არიან გაერთიანებული, მათ თავად ჩაანაცვლეს საკუთარი ბელადი ახალი ბელადით, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს და რაღაც დიდ გაუეგრობაში არიან. მოვისმინე მისი ახალი შეთავაზება - თურმე, ჯერ უნდა მოუგონ ქართველ ხალხს და "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებში, ამ ქაოსმა უნდა მოიგოს, ამ, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს, ომის გაერთიანებამ უნდა მოიგოს თურმე არჩევნებში, შემდეგ უნდა დაანგრიოინ სახელმწიფო ინტერესები და ინსტიტუტები, შემდეგ ერთი წლის თავზე ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა, რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის და ყველა მის გარშემო შემოკრებილი ლუზერისთვის",- თქვა ღარიბაშვილმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)