01:00 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 17:04:35, 346 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი - „როიტერის“ სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, როცა კობახიძე საუბრობდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გადახედვაზე, მხედველობაში ურთიერთობების გაღრმავება ჰქონდა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ საერთაშორისო მედიასაშუალების, „როიტერი“ მიერ გავრცელებულ სტატიას გამოეხმაურა.

როგორც გვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული, „როიტერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სადაც შინაარსის გარეშე წერია, რომ  ირაკლი კობახიძე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს.

აქვე ნათქვამია, რომ სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს უცხოელი მკითხველისთვის ყალბი აღქმების შექმნას.

„საერთაშორისო მედიასაშუალება „როიტერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სადაც შინაარსის გარეშე წერია, თითქოს ირაკლი კობახიძე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს. სტატია და განსაკუთრებით მისი ჰედლაინი ტოვებს აღქმას, ვითომდა საქართველოს პრემიერი „ურთიერთობების გადახედვას“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენებს.

სინამდვილეში, „როიტერის“ სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს უცხოელი მკითხველისთვის ყალბი აღქმების შექმნას. როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გადახედვაზე, მხედველობაში ჰქონდა ურთიერთობების გაღრმავება.

ციტატა: „არ ვიცი, რატომ იყო რევოლუციის 2 მცდელობა 2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს. არ ვიცი, რატომ იყო ასეთი მცდელობები. ფაქტია, რომ წინა ელჩმა ბევრი რამ გააფუჭა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება გამოსწორება. პირდაპირ იდგნენ, მათ შორის, ამერიკიდან დაფინანსებული NGO-ები რევოლუციურ სცენაზე, როდესაც მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ამიტომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს შედის, როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში, ასევე, მე მჯერა, ამერიკელი ხალხის ინტერესებშიც“, -  წერს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics