10:32 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 16:51:55, 374 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, სამინისტროს წარმომადგენლებმა,  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო-სატრენინგო ცენტრში უმასპინძლეს, სადაც ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა და ინსტრუქტორებმა მოზარდებს ადგილზე გააცნეს, თუ, როგორ ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება. პრაქტიკული ნაწილის შემდეგ კი,ცენტრის წარმომადგენლებმა მოზარდებს სასწრაფო დახმარების ავტომობილები და სამედიცინო მოტო ტრანსპორტი დაათვალიერებინეს.

„სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სარჯველაძემ მათ ცენტრალური სადისპეტჩეროს მუშაობის პრინციპი და სპეციფიკა გააცნო.

დასასრულს, მინისტრმა მოზარდებს საჩუქრები გადასცა”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა
აშშ-ის დაზვერვამ ტრამპი გააფრთხილა, რომ ისრაელს შეუძლია ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics