10:35 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 12:39:32, 348 ნახვა

საზოგადოება
მერია - ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება რენა აბჟანდაძის ქუჩას, ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე, რის შემდეგაც გზას მტკვრის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა
აშშ-ის დაზვერვამ ტრამპი გააფრთხილა, რომ ისრაელს შეუძლია ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics