14:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 21:00:19, 424 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პოლიციას- ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა აღუთქვა.

„ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ურთულეს საქმიანობაში ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს - თქვენი  ოჯახების თითოეულ წევრს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის და კვლავაც თანადგომას გპირდებით. მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics