|
2024-05-30 20:00:37, 553 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში დაამტკიცა. პროექტი 80 ხმით ერთხმად მიიღეს, რის საფუძველზეც შეიცვალა საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და დაინერგა ე.წ. „ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი“. საუბარია სიტუაციებზე, როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას ცესკოს სხდომაზე კენჭისყრა ხდება და საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. საარჩევნო კოდექსის მოქმედი ნორმების მიხედვით, საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებებს ქვედა საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, საარჩევნო ოლქში/უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის, ასევე ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში ცესკოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, თუ ცესკო ხმების არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, კენჭისყრა ხელახლა ჩატარდება იმავე ცესკოს სხდომაზე და გადაწყვეტილება მიიღება. მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული უმრავლესობა. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეფექტურ ფუნქციონირებას და თავიდან აიცილებს შეფერხებებს მის მუშაობაში. გარდა ამისა, მმართველი გუნდი აუქმებს ცესკოს მრჩეველთა ჯგუფს, რომელიც უნდა შეიქმნას არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში და დაკომპლექტდეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლით, ასევე მონიტორინგის ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით. „პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად გამოწვეულია ზედამხედველობის ორგანიზაციების უხალისობით ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობაზე“, - განმარტავენ პროექტის ინიციატორები. აქამდე მოქმედი წესების მიხედვით, ამ ჯგუფს შესაძლოა დაეკისროს დამატებითი ფუნქციები - კერძოდ, კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესის კონტროლი.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)