01:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 13:54:15, 291 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს დაგმობილი

ეს არის იმ რადიკალების ხელწერა, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ საზოგადოების მხრიდან ადგილი აქვს სიძულვილის ენის გამოყენებას.  

„ის პროცესი, რაც იყო, გრძელდება. არაფერი განსაკუთრებული. ეს არის იმ რადიკალების ხელწერა. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ. უბრალოდ უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღესაც იგივეს აკეთებენ, ახლა ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს ვერ კლავენ, მაგრამ ბულინგით, შეურაცხყოფით ახერხებენ იმას, რომ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს ძალიან ცუდია. 

მე ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალადობას ყოველთვის მოსდევს  ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის დაგმობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ფაქტები იყოს დაგმობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics