|
2024-05-28 17:16:02, 425 ნახვა
საზოგადოება
საია - ხარაზიშვილმა დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს - გამოიკითხოს და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს და ამისთვის წინასწარ შედგენილი სია არსებობს, - ასე გამოეხმაურა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასცოიაცია" (საია) ზვიად ხარაზიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. საია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და ხარაზიშვილის გამოკითხვას ითხოვს. "2024 წლის 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს და ამისთვის წინასწარ შედგენილი სია არსებობს (“მე არაკაცებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს…”). საგანგაშოა, რომ შსს მაღალჩინოსანი, რომელსაც მნიშვნელოვანი საპოლიციო ფუნქცია აკისრია, საჯაროდ ავრცელებს ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას. ამას, ცხადია, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს. აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლება უკანონო და ადამიანის ღირსების შემლახავ, ძალადობრივ მეთოდებს მიზანმიმართულად იყენებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ რუსული კანონის ინიცირების შემდეგ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის არაერთ შემთხვევას. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მსგავს შემთხვევებს ადეკვატურ სამართლებრივ კვალიფიკაციას არ აძლევს და გამოძიებას ყოველთვის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარმართავს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. მოვუწოდებთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს - უარი თქვას ძალადობრივ და ადამიანის უფლებების დამრღვევ პრაქტიკაზე, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება და დემონსტრანტების ფიზიკური უსაფრთხოება. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს - არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. შევახსენებთ მათ, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულებების შესრულება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, რაც მათ შორის, გამოიხატება ძალადობის შემთხვევებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემაში. გამოიკითხოს, ასევე, ზვიად ხარაზიშვილი და ჩატარდეს მისი განცხადების საპასუხოდ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია "საიას" განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა: "ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს... სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)