|
2024-05-28 14:07:02, 382 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციას - ღილაკებზე ხელის მიჭერით თქვენ დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით
დღეს ღილაკებზე ხელის მიჭერით თქვენ დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით. ვინც არ უნდა იყოს ის, უცხო ქვეყანა ყოველთვის არის უცხო ქვეყანა და თქვენ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე. პაპუაშვილის თქმით, "ოპოზიციის წარმომადგნელები საკუთარ დღის წესრიგს აგებენ უცხო ქვეყნების პრესსპიკერების განცხადებებზე". "სიტყვა ღალატი აქ ბევრჯერ ითქვა. ქალბატონი ნატო ჩხეიძე და ბატონი როსტომ ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დაკიდებასაც ითხოვდნენ ამ დარბაზში. ეს არის, თქვენი აზრით, ზვიად გამსახურდიას იდეალები, რასაც თქვენ აკეთებთ - უცხო ქვეყნის სპიკერების განცხადებებზე რომ ხართ აწყობილი, რა კანონი მიიღოთ და რა კანონი არ მივიღოთ? კანონი არის უცხო ქვეყნის გავლენებზე! უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? ეს არის თქვენი იდეალი, რომ ფული ისე შემოდიოდეს და ისე ჩუმად იხარჯებოდეს პოლიტიკაში, რომ კაციშვილი ანგარიშს არ აბარებდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს? ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? მთელი თქვენი პოლიტიკა აწყობილი გაქვთ, რა განცხადებას გააკეთებს რომელიღაც ქვეყნის პრესსპიკერი და პარლამენტარი საზღვარგარეთ. აქამდე მიხვედით დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ. იქამდე მიხვედით, რომ გარეთ იყურებით, რა მოგივათ იქიდან მითითება თუ ტონი და იმ ტონით აგრძელებთ აქ საუბარს. სირცხვილია! ამას კადრებთ ამ დარბაზს, რომ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. ღალატი თუ რამეა, ეს არის ღია ღალატი",- მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციას.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)