18:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 12:25:35, 459 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გავლენას მოახდენს

კანონი "უცხოური გავლენის შესახებ" არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

ბორელის განცხადებით, თუ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ამოქმედდება, "ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე".

"კანონი "უცხოური გავლენის შესახებ" არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ის მომავლის მიმართ",- წერს ბორელი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics