10:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 09:51:22, 448 ნახვა

მსოფლიო
მედია - ისრაელმა იერიში მიიტანა რაფაჰზე, რასაც სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მხრიდან საჰაერო იერიშს რაფაჰზე, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ღაზას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმა მოხდა დევნილთა ბანაკზე, რომელიც ისრაელის მხრიდან „უსაფრთხო ზონად“ იყო გამოცხადებული.

„სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელმაც დიდი კონტეინერი მოიცვა, რომელიც გამოიყენებოდა ათობით ოჯახის თავშესაფრად, გარშემორტყმული ასობით კარვით“, - წერს მედია.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ისრაელმა ამ რაიონში მდებარე მებრძოლთა შენაერთის ტერიტორია დაბომბა, რის შედეგადაც, „ჰამასის" 2 მაღალჩინოსანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics