10:56 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 21:17:14, 434 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოს ევროპულ გზაზე ხელს არ უწყობს

„უცხოური აგენტების“ კანონი არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს ეხება კანონს, მაგრამ არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ არიან, მაგალითად, სერბეთი.

„ღრმად შეშფოთებული ვართ „უცხოური აგენტების“ კანონის გამო. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე და ჩვენ მათ ამას ვეუბნებით, თუმცა ამავდროულად, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რომ არ დავაზიანოთ მათი ეროვნული გრძნობები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია, რა არის შესაბამისობაში და რა არის შეუსაბამო ევროპულ გზაზე.
საქართველოს შემთხვევაში ეს ეხება კანონს, მაგრამ არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ არიან, მაგალითად, სერბეთი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მას აქვს ძალიან დაბალი თავსებადობაა და ესეც უნდა აღინიშნოს. თუ გინდა, გახდე ევროკავშირის წევრი, უნდა შეესაბამებოდე კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics