|
2024-05-24 12:49:22, 319 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. "თიბისი", ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია. ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, მკითხველებს ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში მოეწყობა საბავშვო წიგნების და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. წელს, პირველად ფესტივალის გარე სივრცეში, მე-4 და მე-5 პავილიონების მოპირდაპირედ, გაიმართება ფლიმარკეტი. ადგილობრივი მეწარმეები მკითხველსა და დამთვარიელებელს სხვადასხვა აქსესუარსა და ქართულ ნაწარმს შესთავაზებენ. "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია განათლების და ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა. ფესტივალზე, შერჩეულ გამომცემლებთან, "თიბისის" მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათის მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ და გადახდილი თანხის 40%-ს უკან დაიბრუნებენ. "თიბისის" სივრცეში, მე-11 პავილიონში, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა უფასოდ შეუკვეთონ და ადგილზე გაიაქტიურონ მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათები და ისარგებლონ საფესტივალო შეთავაზებებით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)