|
2024-05-24 12:37:16, 898 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობა გაიხსნა
ქედის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობა ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სასწრაფოს შენობა მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქედის რაიონული სამსახურის მენეჯერთან შორენა ბერიძესთან ერთად გახსნა. "გახსნის ცენემონიას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესურცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი, ძალოვანი სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა 2022 წელს გარდამავალი პროექტის ფარგლებში დაიწყო და 2023 წელს დასრულდა. ერთსართულიანი შენობა აღჭურვილია წყლისა და კანალიზაციის სისტემით, შიდა ელექტრო მომარაგებით, გათბობა-გაგრილება ვინტილაციით, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელებით, ასევე სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 344 197 ლარი დაიხარჯა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)