21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 11:53:17, 325 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე კანონზე - სამინისტრო აღასრულებს კანონს, გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რომ მიღწეული იყოს კანონის მიზანი

იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE"-ში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით,  სახელმწიფოს  მისის მიღების ლეგიტიმური უფლება აქვს".

„ძალიან დრამატულადაა წარმოჩენილი ეს კანონი.  სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული, რომელიც იმყოფება რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და, ფაქტობრივად, ფეთქებადსაშიშ ვითარებაში, და ამ ყველაფრის მიუხედავად თამამად მიიწევს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმის სრული ლეგიტიმური შესაძლებლობა და უფლებამოსილება, რომ კანონიერი გზით  მოიძიოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის უცხო ქვეყნის გავლენები არსებობს მის ტერიტორიაზე, და გაუზიაროს ის  საზოგადოებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით,  კანონის ძალაში შესვლის შემდგომ იუსტიციის სამინისტრო მას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აღასრულებს.

„მინდა მაგალითი მოვიყვანო. თუკი მე მაქვს ბინა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში და არ ვაშავებ არაფერს, არცერთ მეზობელს არ ვუქმნი პრობლემას, პირიქით, ვარ კარგი მასპინძელი, რა უფლება აქვს ვინმეს, რომ მე დამასანქციროს და საყვედური გამომიცხადოს იმისთვის, რომ ჩემი სახლის კარს დავუყენო ისეთი საკეტი, რომელიც მე მინდა, ამით მე ხომ ხელს არავის ვუშლი?! დაახლოებით იგივეა ამ კანონთან დაკავშირებით - ჩვენ არავის საშინაო საქმეში არ ვერევით, ამ მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენს კარზე ვაყენებთ საკეტს იმისთვის, რომ ვიცოდეთ ვინ შემოდის, ვინ გადის და ჩვენი ოჯახის წევრები რაც შეიძლება მშვიდად იყვნენ", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics