00:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 09:41:37, 455 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკენი - ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვას

დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვას,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ბლინკენი განცხადებაში უთითებს, რომ აშშ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ქმედებებს გაითვალისწინებს.

"იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განხილვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას",- აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, აშშ საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელი ან თანამონაწილე პირებისთვის“ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics