00:49 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 16:23:38, 420 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - დიქტატურის დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით - სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, "სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია".

"როდესაც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებს, მათ მხედველობიდან რჩებათ ის, რომ ორივე ამ ქვეყანაში დემოკრატია არავის გაუუქმებია და ნამდვილი არჩევნები ტარდება. უბრალოდ, ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ძლიერ მთავრობებთან. 

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაზაკის ხელისუფლება.

მალაიზიის შემთხვევაში არჩევნების წინ ორი მოსისხლე მტერი ანვარ იბრაჰიმი და მაჰატირ მოჰამედი გაერთიანდა და დაამარცხეს უსაზღვრო ფინანსური რესურსის მქონე რაზაკის ოლიგარქიული რეჟიმი.

სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია. აგერ, დიდი გამოცდილების მქონე მიჩ მაკკონელი და ბუნდესტაგის მაიკლ როთი პრაქტიკულად ხმამაღლა მოგვიწოდებენ გაერთიანებისკენ",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics