|
2016-02-13 12:12:31, 371 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ
საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა, შეიხ ხალედ ალ-ჯარა ალ-საბამ მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი სამხედროები ქუვეითის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში მიიღებენ განათლებას. ქუვეითის წარმომადგენლები კი საქართველოს ესტუმრებიან და ქვეყანაში არსებულ საწვრთნელ შესაძლებლობებსა და სამხედრო მრეწველობას გაეცნობიან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე. ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ქუვეითი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ აგრძელებს უღიარებლობის პოლიტიკას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთთან მიმართებაში. შეხვედრის დასასრულს შეიხ ხალედ ალ-ჯარამ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუვეითში მიიწვია. თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელმა ქუვეითელი კოლეგა 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად დაპატიჟა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)