07:13 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 15:02:02, 418 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არავის ეშინია სანქციების - ეს შანტაჟისა და მუქარის ენაა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სანქციები იმის გამო დაუწესდეთ, რომ თავიანთ ქვეყანაში „კონკრეტულ კანონს" იღებენ. 

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა პერსონალური სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„ეს უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენაა. არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღიაა და არავინ შეზღუდული არ არის, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ ამას მხოლოდ და  მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის ეშინია სანქციების და ამ თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ იქნება, თუმცა წარმოუდგენელია, ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ და რის გამო? - იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში, ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა?! წარმოუდგენელი მგონია, ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები, თუმცა დღეს მსოფლიოში ისეთი უსამართლობა ხდება, გასაკვირი არაფერი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics