00:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 14:23:43, 474 ნახვა

პოლიტიკა
მელია - „ოცნების“ ტელევიზიები ავრცელებენ ტყუილს, რომ გვარამია და მე ვხვდებით კეზერაშვილს - მასთან არავითარ შეხვედრას არ ვგეგმავ

"ოცნების" პარტიული ტელევიზიები ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ, ვხვდებით დავით კეზერაშვილს - მასთან [კეზერაშვილთან] არავითარ შეხვედრას არ ვგეგმავ,- ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას განცხადებით, კეზერაშვილი "რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის".

"ოცნების" პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ, ვხვდებით დავით კეზერაშვილს. 

დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია - რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისათვის.

ქვეყნისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მორალური უპირატესობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

პოლიტიკა საჯარო საქმედ რომ მიგვაჩნია, რომელიც კულუარული გავლენებითა და ფულით არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ შევქმენით პარტია "ახალი".

არავითარ შეხვედრას მასთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics