19:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 13:03:18, 387 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამია შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.

„ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში, მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლას მიმდებარე ტყეში, მოქალაქეს უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე წაბლის სახეობის 5 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე იყო განთავსებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სახელმწიფო ტყეში მოწყობულ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics