13:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 23:20:00, 386 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-მონტენეგროს ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.  აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და მისი როლი უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

მილო ჯუკანოვიჩის განაცხადებით, მონტენეგრო მოხარულია საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მილო ჯუკანოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics