|
2024-05-18 17:27:12, 803 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
კასპის მუნიციპალიტეტში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოცეკვავეებმა მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ, მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩიდან დაიწყო და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერში დაასრულა. „მსვლელობაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები:„რკონი“, „დიდგორი“, „ქართლი“ და „იმედი“, რომლებიც შემდეგ სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელ-მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ. ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაწესდა, რომლის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)