18:03 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 16:18:36, 479 ნახვა

საზოგადოება
დღეს, 18 მაისს, 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება

დღეს, 18 მაისს 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზეა დაანონსებული. 

როგორც სოციალურ ქსელშია აღნიშნული, სტუდენტები მარშს წერეთლიდან, ექსპო ჯორჯიადან იწყებენ და შემდეგ დანარჩენებს პარლამენტის წინ შეუერთდებიან.

"შაბათს, 18 მაისს 17:00-ზე გაფიცულ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული მარში ექსპო ჯორჯიადან. მოვუწოდებთ საზოგადოების ნებისმიერ წევრს, შემოგვიერთდით!
ვიკრიბებით ექსპო ჯორჯიასთან, მსვლელობით გავივლით წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირებს, ზაარბრიუკენის მოედნამდე, შემდეგ კი შევუერთდებით თეთრხალათიანებს პარლამენტის წინ.

არ ვიღლებით და ვაგრძელებთ რუსული კანონის გაპროტესტებას ქალაქის სხვა უბნებშიც", - წერია განცხადებაში. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics