23:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 11:15:15, 505 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა“ - EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე თემატური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც წელს სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა პანელი სახელწოდებით: „საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა", რომელზეც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

"მან ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც გამოწვევების მიუხედავად, ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, საერთაშორისო რეიტინგების შენარჩუნებას, სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.  

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ევროპის რეკომენდაციის და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ალკის დრაკინოსი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

თემატური დისკუსია დაეთმო საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან დაწყებული მზარდი მრეწველობით დამთავრებული, რომლებიც მზად არიან გლობალური ინვესტიციებისთვის, მათ შორის, ტრანსპორტის, ტექნოლოგიების, ტურიზმისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში. გაიმართა დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდა. როგორც აღინიშნა, 2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობისთვის",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics