|
2024-05-14 21:45:22, 1007 ნახვა
პოლიტიკა
ობრაიენი - თუ კანონი წინ წავა EU-სთან შეუსაბამოდ, იქნება ფინანსური, სამოგზაურო შეზღუდვები
თუ ეს კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, თუ დავინახავთ, რომ იქნება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვნახავთ შეზღუდვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს იქნება ფინანსური ან/და სამოგზაურო შეზღუდვები კონკრეტული პასუხისმგებელი პირების მიმართ,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა განაცხადა. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, "თუკი, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას". "თუკი, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას... თუკი, კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ამგვარი ტიპის რიტორიკა აშშ-ისა თუ დასავლეთის წინააღმდეგ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გათვლილი აქვს, რომ გამოყოს დახმარებისთვის 390 მილიონი დოლარი, აქედან ნაწილი, რა თქმა უნდა, მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის, გარკვეული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ეს დახმარება დადგება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ მოაზრებული იქნება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ. თუ ეს კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, თუ დავინახავთ, რომ იქნება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვნახავთ შეზღუდვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს იქნება ფინანსური ან/და სამოგზაურო შეზღუდვები კონკრეტული პასუხისმგებელი პირების მიმართ",- განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)