05:11 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 20:58:37, 379 ნახვა

პოლიტიკა
ნაუსედა ქართველ ხალხს - არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენი ევროპული ოცნება

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ნაუსედა აღნიშნავს, "არავის აქვს უფლება, ქართველ ხალხს წაართვას ევროპული ოცნება".

"ძვირფასო ქართველო ხალხო! გისმენთ და თქვენ გვერდით ვართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენი ევროპული ოცნება. არავის აქვს უფლება, ჩააჩუმოს ხალხის ნება, რომ იცხოვრონ ევროკავშირის ღირებულებებით",- წერს ნაუსედა.

შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 30 წავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics