06:49 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 15:13:28, 318 ნახვა

პოლიტიკა
სტანო - კანონპროექტი თუ დამტკიცდება, ეს საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის სერიოზული დაბრკოლება იქნება

კანონპროექტი თუ დამტკიცდება, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოლოდინები საკმაოდ მკაფიოდ გაახმოვანეს.

„დისკუსია გრძელდება, კანონპროექტის განხილვა მესამე ეტაპზეა. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი მოლოდინები საკმაოდ მკაფიოდ გაახმოვანეს. თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. თუმცა, კონკრეტულ შედეგებს განვიხილავთ, როდესაც იქნება საბოლოო შედეგი და წევრი სახელმწიფოები ერთმანეთში განიხილავენ, თუ როგორი იქნება ევროპული რეაგირება“, - განაცხადა სტანომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics